—

HS: ფინელების 90% ამბობს, რომ პუტინის პირობებში რუსეთთან ურთიერთობები ვერ ნორმალიზდება

12
HS: ფინელების 90% ამბობს, რომ პუტინის პირობებში რუსეთთან ურთიერთობები ვერ ნორმალიზდება
მოსასმენად დააჭირეთ

Helsingin Sanomat-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით ჩანს, რომ ფინეთში მოსახლეობის ნახევარზე მეტს ბირთვული ომის შესაძლებლობა აწუხებს.

Kantar Public-ის მიერ HS-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 10 რესპონდენტიდან 4-ს აწუხებს ფინეთში უკრაინის ომის შესაძლო გაფართოება, ხოლო 10-დან 2-მა თქვა, რომ საერთოდ არ აწუხებს ასეთი პერსპექტივა. 

"ბირთვული ომის საფრთხე აშკარად უფრო მეტად აწუხებს ქალებს და სოფლად მცხოვრებ პირებს, ვიდრე მამაკაცებს და ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს. ქალებს ასევე ბევრად უფრო მეტად აწუხებს ფინეთში ომის შესაძლო გაფართოების საკითხი, ვიდრე მამაკაცებს."- წერს YLE NEWS-ი.

გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ ფინეთი ვერ შეძლებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, სანამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში რჩება, მხოლოდ 6% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

გამოკითხულთა 53%-მა თქვა, რომ რუსეთის რეგულარული მოქალაქეები გარკვეულწილად პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში მათი ქვეყნის აგრესიულ ომზე.

გამოკითხულთა 84% ეთანხმება განცხადებას, რომ უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსული ჯარების ქვეყნიდან გაძევებაა, მხოლოდ 9% არ ეთანხმება.

თითქმის 80%-მა თქვა, რომ უკრაინას ამისთვის უფრო მძიმე იარაღი უნდა გადაეცეს.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა თქვა, რომ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირსა და NATO-ში სწრაფად უნდა მოხდეს.

HS-ის გამოკითხვამ ასევე გამოიკვლია, არიან თუ არა ფინელები მზად კრიზისული სიტუაციებისთვის.

ფინეთის ხელისუფლება ხალხს ურჩევს, რომ ყველამ შეინახოს სახლში საკმარისი საკვები, სასმელი წყალი და საჭირო მედიკამენტები მინიმუმ სამი დღის განმავლობაში, ასევე ფარანი და რადიო, ორივე სათადარიგო ბატარეებით. გასულ კვირას ფინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ​ შინამეურნეობებს რადიაციული საფრთხის შემთხვევაში იოდის ტაბლეტების შენახვის რეკომენდაცია გაუწია.

HS-ის გამოკითხვის თანახმად, ფინეთში მოსახლეობის ორ მეხუთედზე მეტს აქვს ასეთი მარაგი სახლში. 10-დან 1-მა თქვა, რომ მათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სახლში ასეთი მარაგი აქვთ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →