—

ისრაელის დიასპორის მინისტრი - დადგა დრო, უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება მიიღოს

11
ისრაელის დიასპორის მინისტრი - დადგა დრო, უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება მიიღოს
მოსასმენად დააჭირეთ

ისრაელის დიასპორის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება უნდა მიიღოს. შესაბამისი განცხადება ნახმან შაიმ „ტვიტერზე“ გააკეთა.

ისრაელის დიასპორის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება უნდა მიიღოს. შესაბამისი განცხადება ნახმან შაიმ „ტვიტერზე“ გააკეთა.

მისი თქმით, ეჭვი აღარ არის, თუ სად უნდა იდგეს ისრაელი ამ „სისხლიან კონფლიქტში“.

„დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. აღარ არის ეჭვი, სად უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დადგა დრო, რომ უკრაინამ მიიღოს სამხედრო დახმარება, ისეთივე, როგორსაც აშშ და ნატოს ქვეყნები აწვდიან”, - წერს ის „ტვიტერზე“.

Washington Post-ის ინფორმაციით, ოფიციალური თეირანი რუსეთში რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს, რომლებიც უკრაინაში, ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად არის განკუთვნილი. როგორც მედია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას უკრაინაზე განსახორციელებელი თავდასხმისთვის ფარულად დათანხმდა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →