—

Washington Post - ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას ფარულად დათანხმდა

14
Washington Post - ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას ფარულად დათანხმდა
მოსასმენად დააჭირეთ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ოფიციალური პირების თქმით, ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას უკრაინაზე განსახორციელებელი თავდასხმისთვის ფარულად დათანხმდა.

ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური თეირანი რუსეთში რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს, რომლებიც უკრაინაში, ბრძოლის ველზე გამოსაყენებლადა არის განკუთვნილი.

უშიშროების ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ფარულად დათანხმდა მოსკოვთან იარაღის, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების გაზრდას.

როგორც Washington Post-ის პუბლიკაციაშია აღნიშნული, აშშ-ის მოკავშირე ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანის ოფიციალური პირები მოსკოვს გასულ თვეში ეწვივნენ დამატებითი იარაღის ტრანსპორტირების პირობების საბოლოოდ გასაფორმებლად.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →