—

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ქართველ კოლეგას, თურქეთის ბართინის პროვინიციაში, ქვანახშირის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

37
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ქართველ კოლეგას, თურქეთის ბართინის პროვინიციაში, ქვანახშირის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ქართველ კოლეგას, თურქეთის ბართინის პროვინიციაში, ქვანახშირის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც კოლეგის მიერ გამოხატულ სამძიმარს გამოეხმაურა.

"ძვირფასო ილია, მადლობა თანაგრძნობისა და მწუხარების გაზიარებისთვის", - წერს მევლუთ ჩავუშოღლუ.

თურქეთში მომხდარ ტრაგედიას, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
"ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთის ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ფატალური შემთხვევის გამო. ჩემი ფიქრებით ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გვერდით ვდგავარ. თურქეთის მთავრობასა და თურქ ხალხს ამ მძიმე პერიოდის გადალახვაში გამძლეობას ვუსურვებ", - წერს ილია დარჩიაშვილი.

ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება 14 ოქტომბერს მოხდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →