—

რუსთავში შვილმა დედა დაჭრა

80
რუსთავში შვილმა დედა დაჭრა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში შვილმა დედა დაჭრა .

19 წლის ბიჭმა 38 წლის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ჭყონდიდელის დასახლებაში, შვილსა და დედას შორის დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. კამათის დროს შვილმა დედას ჭრილობა სამზარეულოს დანით მიაყენა.

დაჭრილი ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტირის მოადგილემ, დავით გოგოძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"ახალგაზრდა ქალბატონი მოყვანილ იქნა მუცელში შემავალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით. აღენიშნებოდა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, ამჟამად კი მისი მდგომარეობა შეეფარდება გადატანილ ტრავმას. მძიმე შოკის კლინიკა იყო, სისხლის დანაკარგი იყო დიდი, გაეწია შესაბამისი დახმარება და ახლა უკეთ არის, თუმცა რჩება მძიმე მდგომარეობა, რეანიმაციულ განყოფილებაშია ისევ პაციენტი", - განაცხადა გოგოძემ.

რუსთავის პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →