—

ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

14
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ,  საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მიიღეს რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და არის პირდაპირი მოწოდება ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის…

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მიიღეს რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და არის პირდაპირი მოწოდება ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპული პოლიტიკური ოჯახის მხარდაჭერა.

მისივე თქმით, დიდი მოლოდინია, რომ ყრილობაზე ფედერალური კანცლერის გზავნილები საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მხარდამჭერი იქნება.

"ჩვენ ინტერესით ველოდებით, ფედერალური კანცლერის მიმართვას ყრილობის მიმართ. რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო საკითხი იქნება წინ წამოწეული, რაც მათ შორის, დაკავშირებული იქნება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან პირდაპირი, თუ არა პირდაპირი ფორმით. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესოა რა გზავნილები გაჟღერდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გზავნილები ჩვენი ევროპული გზის მხარდამჭერი იქნება’’, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →