—

ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს „პუტინი კუთხეში არ მიამწყვდიონ“

16
ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს „პუტინი კუთხეში არ მიამწყვდიონ“
მოსასმენად დააჭირეთ

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს პუტინი კუთხეში არ მიამწყვდიონ. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენება შეუძლია მის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში.

„თუ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმა იქნება, რუსეთს შეუძლია, თუ საჭირო იქნება, ყველა სახის შეიარაღება გამოიყენოს… თუ თქვენ ადამიანს ან ქვეყანას კუთხეში ამწყვდევთ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა არის - წინ. ამიტომ არ გადააბიჯოთ წითელ საზღვრებს, არ გადაკვეთოთ ისინი“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მან აღნიშნა, რომ პირადად პუტინისგან იცის, რომ იგი ბირთვული იარაღის გამოყენებას მიზნად არ ისახავს.

„თუ ბირთვულ იარაღს თუნდაც ერთი სახელმწიფო გამოიყენებს, ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. რუსეთს ეს კარგად ესმის და არავინ, ამას მინდა ხაზი გავუსვა, ეს თავად პრეზიდენტი პუტინისგან დაზუსტებით ვიცი, არავინ ისახავს მიზნად ბირთვული იარაღის გამოყენებას”, - თქვა ბელარუსის ლიდერმა.

IPN ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →