—

„ექსპორტის 90% ორიენტირებულია რუსეთზე და ეს საკმაო რისკების მომტანია“

13
„ექსპორტის 90% ორიენტირებულია რუსეთზე და ეს საკმაო რისკების მომტანია“
მოსასმენად დააჭირეთ

“მიმდინარე წლის სეტემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის 10-15%-ით შემცირება არის მოსალოდნელი“, - ამის შესახებ საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის…

“მიმდინარე წლის სეტემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის 10-15%-ით შემცირება არის მოსალოდნელი“, - ამის შესახებ საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.

ექსპორტის ვარდნას ის გეოპოლიტიკური არასტაბილურობით ხსნის და დარწმუნებულია, რომ აუცილებელია ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის გადამისამართება რუსული მიმართულებიდან უფრო სტაბილურ და პერსპექტიულ ბაზრებზე.

მისი თქმით, ექსპორტის კლება მიმდინარე და მოსალოდნელ არასტაბილურობასთან არის კავშირში, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.

„ეს ბიზნესი უკვე საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან პროდუქცია მალფუჭებადია და ამ ეტაპზე მოლოდინი ამა თუ იმ ბაზრიდან არასტაბილურია. ეს ყველაფერი კი ექსპორტის შემცირებას იწვევს“ - აცხადებს ბეჟიტაშვილი „ბიზნეს ჯორჯიასთან“.

ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ექსპორტის 90% ორიენტირებულია რუსეთზე და ეს საკმაო რისკების მომტანია.

„აუცილებლად გვჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია, რომ ჩვენი ექსპორტი მხოლოდ რუსეთში არ იყოს მიმართული. ჩვენ გვაქვს პოტენციალი ევროპის ქვეყნებში. ამ მიმართულებით კერძო სექტორმა სახელმწიფოსთან ერთად უნდა იმუშაოს და შედეგი აუცილებლად იქნება“, - მიიჩნევს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →