—

ავტომობილი 5 წლის ბავშვს შეეჯახა

12
ავტომობილი 5 წლის ბავშვს შეეჯახა
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის ბავშვი დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბავშვს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული მცირეწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტი ასაკისა და მიღებული ტრავმების სიმძიმისგან გამომდინარე, სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებდა.

"მდგომარეობა იყო მძიმე, ამიტომაც მოხდა გადაყვანა სპეციფიურ კლინიკაში, რომ პედიატრიული პროფილი ჩართულიყო. ჩვენთან ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკიდან წავიდა სრულად დიაგნოსტირებული. იყო თირკმლის ტრავმული დაზიანება ჰემატომით", - აცხადებს თეა გელაშვილი.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, რომ 5 წლის გოგონა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →