—

საქართველოს პრემიერ მინისტრმა საზღვრების გახსნაზე ისაუბრა

176
საქართველოს პრემიერ მინისტრმა საზღვრების გახსნაზე ისაუბრა
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან არაფერი, ამ სატრანსპორტო თვალსაზრისით, არ ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგულარული საჰაერო ფრენების აღდგენის გადავადების…

ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან არაფერი, ამ სატრანსპორტო თვალსაზრისით, არ ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგულარული საჰაერო ფრენების აღდგენის გადავადების შესახებ განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს საქართველოდან ევროკავშირში, ან ევროკავშირიდან საქართველოში ფრენები აკრძალული არაა.

„დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები. თითოეული ჩვენი ნაბიჯი, იმ სპეკულირების მაგივრად, რომელსაც ზოგიერთი ტელევიზიით ავრცელებენ, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზეზით იდგმება და მიზეზი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა გახლავთ. არ დაგავიწყდეთ, რომ რეგიონში ბევრგან სერიოზული აფეთქებაა. ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კოორდინაციაში, მოლაპარაკების საფუძველზე გაკეთებული ჩვენს თითოეულ პარტნიორთან და ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან არაფერი, ამ სატრანსპორტო თვალსაზრისით, არ ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამის არ შემრცხვება და მილიონჯერ გავიმეორებ, რომ თითოეული ნაბიჯი გამოწვეული და განპირობებულია პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევით, რომელიც გვაქვს, როდესაც დღეს ჩვენი რეგიონისგან განსხვავებით ყოველდღიური ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა რიცხვითაა განსაზღვრული, მაშინ როდესაც და ზოგიერთ ქვეყანაში ასობით არის ყოველდღიურად. ამის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სწორი ქცევა და ამასთან ერთად, საზღვრების და საკარანტინო მექანიზმების ეფექტური კონტროლი,“-განაცხადა პრემიერმა.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →