—

თბილისის მერიასთან აქცია “არა სიკვდილით სავსე ქალაქს” მიმდინარეობს

12
თბილისის მერიასთან აქცია “არა სიკვდილით სავსე ქალაქს” მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის მერიასთან აქცია “არა სიკვდილით სავსე ქალაქს” მიმდინარეობს.


თბილისის მერიასთან აქცია “არა სიკვდილით სავსე ქალაქს” მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მერის ჩათვლით ყველა იმ ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინც კონკრეტულ კომპანიას პროექტი ჩააბარა.

აქციის მონაწილის, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრის, მარიამ დოლიძის განცხადებით, კახა კალაძემ უნდა გაიაზროს ვალდებულება და დატოვოს დატოვებული თანამდებობა.

“ეს თემა სცდება ერთი ოჯახის ტრაგედიას, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო მათ ადგილას. ყველა ჩვენგანს ეხება ეს ტრაგედია.

თბილისის მარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კონკრეტულად, ქალაქის მერმა. მსგავს შემთხვევებში ხშირად არის, რომ მხოლოდ ქვედა რგოლის წარმომადგენლებზე ტყდება ჯოხი და მენეჯმენტი გამოდის სუფთა. კახა კალაძემ უნდა გაიაზროს ის ვალდებულება და დატოვოს დატოვებული თანამდებობა. მერის ჩათვლით ყველა იმ ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინც კონკრეტულ კომპანიას ჩააბარა პროექტი, ვისგანაც ჩაიბარა ეს პროექტი და შემდეგ, ვინც წარუდგინა საზოგადოებას, როგორც დასრულებული პროექტი”,- განაცხადა “სირცხვილიას” წევრმა, მარიამ დოლიძემ.

მერიას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

IPN ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →