—

უკრაინული მედია - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს

16
უკრაინული მედია - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია…

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელზე, მარია მეზენცევასა და დელეგაციის წევრზე ოლექსი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ერთმა დეპუტატმა შეიკავა.

გონჩარენკოს განცხადებით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმია. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ისტორიაში პირველად ევროპის საბჭომ გამოაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება.

მარია მეზენცევას თქმით, რეზოლუციის ძირითადი პუნქტები მოიცავს: რუსეთის ფედერაციის აგრესიის დაგმობას და მის საერთაშორისო სამართლის დანაშაულად აღიარებას, უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურებას, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დევნის მიზნით სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის დაჩქარებას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფას, საერთაშორისო ორგანიზაციების რუსული აგენტებისგან გაწმენდას, გაერო-ში რუსეთის მონაწილეობის მიზანშეწონილობასა და სხვა საკითხებს.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →