—

ემანუელ მაკრონი უკრაინას ახალი რადარებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემას ჰპირდება

51
ემანუელ მაკრონი უკრაინას ახალი რადარებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემას ჰპირდება
მოსასმენად დააჭირეთ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას ახალ რადარებსა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ჰპირდება. საუბარია „ სეზარის “ ჰაუბიცებსა და საზენიტო რაკეტებზე, რომლითაც უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას დრონებისა და სარაკეტო…

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას ახალ რადარებსა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ჰპირდება. საუბარია „სეზარის“ ჰაუბიცებსა და საზენიტო რაკეტებზე, რომლითაც უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, აღჭურვილობის გაძლიერება რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის უპრეცედენტო ფაზის შედეგია.

მაკრონის თქმით, რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და იყენებს სხვადასხვა მიდგომებს, მათ შორის პროპაგანდისტულ არხებს, შანტაჟსა და შიმშილს.

„ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ. ვიყენებთ არა მხოლოდ იარაღს ადგილზე, არამედ ინფორმაციის იარაღს“, – განაცხადა მაკრონმა.

დღემდე საფრანგეთმა უკრაინას 18 ერთეული „სეზარი“, ტანკ და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები გადასცა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →