—

ჩეხეთი რუსებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

11
ჩეხეთი რუსებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
მოსასმენად დააჭირეთ

ჩეხეთის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ სამსახურში დადიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ყოველდღიურად ჩეხეთში ჩადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით“ , - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპოვსკიმ და დასძინა: „ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შედიან ჩეხეთის ტერიტორიაზე შენგენის გარე საზღვრებით - კერძოდ კი, ჩვენი საერთაშორისო აეროპორტით - ტურიზმის, სპორტის ან კულტურის მიზნით, ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ“ , - განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ძალაში 25 ოქტომბერს შევა და გავრცელდება რუს მოგზაურებზე, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი შენგენის ვიზა.

ამრიგად, ჩეხეთი შეუერთდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს და ფინეთს, რომლებმაც წინა კვირებში რუსი ტურისტებისთვის საზღვრები ჩაკეტეს.

IPN ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →