—

"პოლიტიკურად უინტერესო პიროვნებაა" - იონათამიშვილი ხარჩილავას მანქანის დაწვაზე

13
"პოლიტიკურად უინტერესო პიროვნებაა" - იონათამიშვილი ხარჩილავას მანქანის დაწვაზე
მოსასმენად დააჭირეთ

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ წალენჯიხის მერი "პოლიტიკურად უინტერესო პიროვნებაა", ამიტომ მისი მანქანის მიზანმიმართულ დაწვაზე საუბარი, სპეკულაციაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან პარლამენტში…

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ წალენჯიხის მერი "პოლიტიკურად უინტერესო პიროვნებაა", ამიტომ მისი მანქანის მიზანმიმართულ დაწვაზე საუბარი, სპეკულაციაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა.

"თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რა საკვირველია, ეს არის ეს პიროვნება [გია ხარჩილავა]. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რა თქმა უნდა, ამას დაადგენს შესაბამისი უწყება. ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თან იმ პოლიტიკური პარტიისგან, რომელიც სპეკულირებით არის სახელგანთქმული, ცხადია არავის გვიკვირს, მაგრამ გააგრძელონ ასე. სპეკულირებით სადამდე მივიდნენ და სადამდე მიიყვანეს საკუთარი თავი და პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათი ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს", - თქვა იონათამიშვილმა.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა - მერს მანქანა სახლის წინ ჰყავდა გაჩერებული. წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, რომლის მერიც ოპოზიციური პარტიიდან არის. 

გია ხარჩილავა ამბობს, რომ ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული იყო და ვარაუდობს, რომ ცეცხლის გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია. იგი ვარაუდობს, რომ შემთხვევა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. 

(formula)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →