—

პრეზიდენტი - უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ

12
პრეზიდენტი - უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ
მოსასმენად დააჭირეთ

ყოველთვის გვქონდა მოთხოვნილება და ამბიცია, რომ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავმხდარიყავით - უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ, - ამის შესახებ საქართველოს…

ყოველთვის გვქონდა მოთხოვნილება და ამბიცია, რომ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავმხდარიყავით - უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რუმინეთი ამ 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ის იყო ჩვენი მთავარი პარტნიორი ევროპაში პოლონეთთან ერთად. დღესაც, რუმინეთი ჩვენი მთავარი მხარდამჭერია. ჩვენი მხრივ ყოველთვის გვქონდა მოთხოვნილება და ამბიცია, რომ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავმხდარიყავით, ეს ჩვენი იყო და არ იყო გაზიარებული ევროპის ყველა ქვეყნისგან. დღეს ეს საზღვარი გადალახულია.

ჩვენ უნდა გადავდგათ საჭირო ნაბიჯები, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნამდვილი და ძლიერი ნება. ეს პერსპექტივა იმის შედეგია, რაც უკრაინამ გააკეთა, მისი თავდადებული ბრძოლის შედეგია. არ იქნებოდა უკრაინა და დღეს, ალბათ არ იქნებოდა მიღწეული ეს პერსპექტივა. მართალია მეტი გვინდოდა, კანდიდატის სტატუსიც გვინდოდა, ამისთვის გზა ხსნილია, შეგვიძლია, რომ არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ სწრაფად მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი უახლოესი მომავალი“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →