—

Foreign Policy: კიევი დასავლეთს უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას სთავაზობს

13
Foreign Policy: კიევი დასავლეთს უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას სთავაზობს
მოსასმენად დააჭირეთ

გამოცემა Foreighn Policy წერს, რომ უკრაინის ხელისუფლება გაერთიანდა NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან, რათა დასავლეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების ახალი პაქტი შესთავაზოს. აღნიშნული დოკუმენტი…

გამოცემა Foreighn Policy წერს, რომ უკრაინის ხელისუფლება გაერთიანდა NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან, რათა დასავლეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების ახალი პაქტი შესთავაზოს. აღნიშნული დოკუმენტი ნაწილობრივ აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე დაყრდნობით.

ე.წ. კიევის უსაფრთხოების შეთანხმება გულისხმობს დასავლური ქვეყნების კოალიციისგან უკრაინისთვის იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიებს, რათა განამტკიცოს შესაძლებლობა შეებრძოლოს რუსულ აგრესიას ერთობლივი წვრთნების, მოწინავე თავდაცვითი იარაღის უზრუნველყოფისა და ქვეყნის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის განვითარების მხარდაჭერის გზით.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას დააჩქარებდა, თუმცა დასავლელ ჩინოსნებსა და ექსპერტებს ეეჭვებათ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში განაცხადი მხარდაჭერას მიიღებს.

Foreigh Policy წერს, რომ რასმუსენმა შეთანხმებას მხარდაჭერის ფორმალური განმტკიცება უწოდა, რომელიც დასავლეთმა უკვე აღმოუჩინა უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ. NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ამ გეგმაზე პრეზიდენტი ოფისის ხელმძღვანელთან, ადრეი ერმაკთან ერთად იმუშავა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რასმუსენი ამჟამად გეგმას NATO-ს წევრ სახელმწიფოებს აცნობს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →