—

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

17
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღებს მონაწილეობას
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საშემოდგომო სესიაში მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგში გაემგზავრა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 10-14 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო ასამბლეის სესიას, მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი, დელეგაციის წევრები, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, გივი მიქანაძე, ლევან იოსელიანი და ხატია დეკანოიძე დაესწრებიან.

სესიის მიმდინარეობის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების, პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე სიტყვით გამოსვლები და ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტარები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიულ საომარ მოქმედებებზე, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ თემებზე დებატებს გამართავენ.

საპარლამენტო სესიის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეო კონფერენციის ფორმატით მიმართავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით, შვეიცარიის კონფედერაციისა და ირლანდიის პრეზიდენტები, ასევე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი მიმართავენ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →