—

კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ „კლანებს“ შორის შიდაპარტიული ბრძოლაა

18
კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ „კლანებს“ შორის შიდაპარტიული ბრძოლაა
მოსასმენად დააჭირეთ

ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა „კლანებს“ შორის, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებაა.

ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა „კლანებს“ შორის, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებაა.

კალაძის განმარტებით, ეს შიდა დაპირისპირება ცხადია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საჯაროდაც არ ერიდებიან ამაზე საუბარს და ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან.

„ერთი რამ ცხადი და აშკარაა, რომ შიდა დაპირისპირებაა, ისინი უკვე საჯაროდაც არ ერიდებიან ამაზე საუბარს, იმუქრებიან ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით, ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა „კლანებს“ შორის. მე სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვინტერესდები „ნაციონალური მოძრაობაში“ თუ რა დინებებია, თუ ვინ ვის ებრძვის, რატომ ებრძვის და ა.შ. ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე, საკმაოდ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, საკმაოდ უამრავი გამოწვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →