—

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცხოელი ექიმები იტყუებიან

73
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცხოელი ექიმები იტყუებიან
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს.

“ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პატიმარს რაიმე პრობლემა არ შეექმნას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობას არ უწევენ, კალაძის თქმით, “ეს არ არის მართალი, ტყუილია”.

მან ასევე უპასუხა კითხვას, იტყუებიან თუ არა ჩამოყვანილი უცხოელი ექიმები, როდესაც საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

“კი, კი, იტყუებიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ყველა პატიმარს შესაბამის სერვისებზე ხელი მიუწვდება - თუ საჭიროა ექიმების ჩართულობა, ჩართული არიან, თუნდაც ის, რომ სააკაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი და იქ აგრძელებს მკურნალობას. ასე რომ თუ რომელიმე პატიმარს რაიმე საჭიროება ექნება ამ მიმართულებით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს. მე ვენდობი შესაბამის სამსახურს და შესაბამის უწყებას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →