—

ნიკოლოზ სააკაშვილი - მამა წევს და ვერ დგება, ძალიან მოკლე მანძილის გასავლელადაც კი სჭირდება სასიარულო ხელსაწყო - გამიხარდება, ტახტზე ჩამომჯდარი მაინც დავინახო

95
ნიკოლოზ სააკაშვილი - მამა წევს და ვერ დგება, ძალიან მოკლე მანძილის გასავლელადაც კი სჭირდება სასიარულო ხელსაწყო - გამიხარდება, ტახტზე ჩამომჯდარი მაინც დავინახო
მოსასმენად დააჭირეთ

რაც ახლა ხდება, მართლაც ძალიან სანერვიულოა. გამიხარდება, რომ მასთან ექსპერტი მაინც შეუშვან, რაიმე პროგრესი იყოს და ტახტზე ჩამომჯდარი მაინც დავინახო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის…

რაც ახლა ხდება, მართლაც ძალიან სანერვიულოა. გამიხარდება, რომ მასთან ექსპერტი მაინც შეუშვან, რაიმე პროგრესი იყოს და ტახტზე ჩამომჯდარი მაინც დავინახო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა “ვივამედის” კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტს დამოუკიდებლად მოკლე მანძილის დაფარვაც ურთულდება და მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით გადაადგილდება.

“აქამდე რომ ვნახულობდი მამას, ყოველთვის შეეძლო მოკლე მანძილით სიარული. ახლა ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ წევს და ვერ დგება. ძალიან მოკლე, 2 მეტრი მანძილის გასავლელად სჭირდება სასიარულო ხელსაწყო. რაც ახლა ხდება, მართლაც ძალიან სანერვიულოა. გამიხარდება, რომ მასთან ექსპერტი მაინც შეუშვან, რაიმე პროგრესი იყოს და ტახტზე ჩამომჯდარი მაინც დავინახო”, - აღნიშნა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →