—

ვალერი გელბახიანი - ასეთ ცუდ მდგომარეობაში სააკაშვილი ჯერ არ მინახავს

155
ვალერი გელბახიანი - ასეთ ცუდ მდგომარეობაში სააკაშვილი ჯერ არ მინახავს
მოსასმენად დააჭირეთ

მე ასეთ ცუდ მდგომარეობაში სააკაშვილი ჯერ არ მინახავს, ფეხზე ვერ დგება. ძალიან მალე საოპერაციო გახდება, ხერხემლის მალების დაზიანება აქვს და ჩამოშლილი აქვს ნერვული სისტემა მთლიანად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე…

მე ასეთ ცუდ მდგომარეობაში სააკაშვილი ჯერ არ მინახავს, ფეხზე ვერ დგება. ძალიან მალე საოპერაციო გახდება, ხერხემლის მალების დაზიანება აქვს და ჩამოშლილი აქვს ნერვული სისტემა მთლიანად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ,,ვივამედის” კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე სასამართლო პროცესს და სააკაშვილის მოწმის სახით დასაკითხად უკრაინაში გადაყვანას, გელბახიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მიიღო.

„სამედიცინო ენაზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა, არ მინდა ამაზე ვისაუბრო. 5 დღეა არ მინახავს და საგრძნობლად გაუარესებულია მდგომარეობა. ელოდება ამერიკელი ექსპერტის ვიზიტს, აქვს მოლოდინი, რომ მას შემოუშვებენ. ასევე შესაძლოა ამ ექიმის რჩევით ამერიკაშიც წავიდეს სამკურნალოდ. მას აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკვე მიიღო შესაბამისი დოკუმენტი. ველოდებით იუსტიციის სამინისტროს პასუხს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არ მგონია არ გახდეს კამათის საგანი”, - აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →