—

ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის

13
ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაცია პრაღაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის…

ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაცია პრაღაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის მისიის მიზანი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში სომხეთის დახმარება იქნება. მისია ოქტომბერში დაიწყებს მუშაობას და სომხეთში ორი თვის განმავლობაში დარჩება.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ მათი მისიის კიდევ ერთი მიზანი ორ ქვეყანას შორის ნდობის გამყარებაა.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი აღიარებენ, რომ ერთგულები არიან გაერო-ს წესდების და „ალმა-ათის 1991 წლის დეკლარაციის“, რომელშიც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →