—

დიმიტრი მედვედევი - „ჯოჯოხეთური სანქციები" მერვე წრეზე გადავიდა, ჯოჯოხეთში ცხრა წრეა, რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს - დაე, ჩვენი მტრები გაცოფდნენ

36
დიმიტრი მედვედევი - „ჯოჯოხეთური სანქციები" მერვე წრეზე გადავიდა, ჯოჯოხეთში ცხრა წრეა, რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს - დაე, ჩვენი მტრები გაცოფდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

დასავლეთი აპირებს ბოლომდე წავიდეს რუსეთის წინააღმდეგ და შემოიღოს ახალი უაზრო შეზღუდვები, განურჩეველი სანქციების შედეგები შეეხება ყველა ქვეყანას, ნორმალური საერთაშორისო ვაჭრობის გარეშე ქაოსს და სიღარიბეს იგრძნობენ…

დასავლეთი აპირებს ბოლომდე წავიდეს რუსეთის წინააღმდეგ და შემოიღოს ახალი უაზრო შეზღუდვები, განურჩეველი სანქციების შედეგები შეეხება ყველა ქვეყანას, ნორმალური საერთაშორისო ვაჭრობის გარეშე ქაოსს და სიღარიბეს იგრძნობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ილუზია არ არის. დასავლეთი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ წასვლას. მის წინააღმდეგ მიმართული ახალი უაზრო შეზღუდვების შემოღებით, ისევე როგორც გასულ წლებში, ახლაც იმედოვნებს, რომ მაქსიმალურად შეაფერხებს რუსეთის ეკონომიკას. ასეთი განურჩეველი სასანქციო იარაღის ნასხლეტების გამოყენება გავრცელდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე და უდანაშაულო ადამიანებზე. ამავდროულად ნორმალური საერთაშორისო ვაჭრობის გარეშე ქაოსს და სიღარიბეს პლანეტის ყველა კუთხეში შეიგრძნობენ“ , - აცხადებს მედვედევი.

მედვედევმა ევროკავშირის სანქციები “ჯოჯოხეთს“ შეადარა და ურჩია კიდევ უფრო მეტად „გაცოფდნენ“.

„ჯოჯოხეთური სანქციები" მერვე წრეზე გადავიდა. მოგეხსენებათ, ჯოჯოხეთში ცხრა წრეა. ასე რომ, რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს. დაე, ჩვენი მტრები გაცოფდნენ. ყოველივე ამის შემდეგ, უკვე დიდი ხანია ცხადია, რომ ამ წრეების შემოხვევა „ცოდვილისთვის“ განსაკუთრებული ზიანის გარეშე ტყუილი შრომაა. თანაც ძვირია“, - დაწერა მედვედევმა ტელეგრამის არხზე.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →