—

ეკონომიკის მინისტრი - რუსული გაზის იმპორტი გაზის მოხმარებაში 7%-ს არ აღემატება, დამოკიდებულება დიდი არ არის

19
ეკონომიკის მინისტრი - რუსული გაზის იმპორტი გაზის მოხმარებაში 7%-ს არ აღემატება, დამოკიდებულება დიდი არ არის
მოსასმენად დააჭირეთ

7%-ს არ აღემატება რუსული გაზის იმპორტი გაზის მოხმარებაში. შესაბამისად, დამოკიდებულება დიდი არ არის , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ…

7%-ს არ აღემატება რუსული გაზის იმპორტი გაზის მოხმარებაში. შესაბამისად, დამოკიდებულება დიდი არ არის , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, თუ ვერ შეძლებს საქართველოს მთავარი პარტნიორი აზერბაიჯანი გაზის მოწოდებას, ამ შემთხვევაში ალტერნატივები მნიშვნელოვანია.

„ მომარაგების წყაროები დივერსიფიცირებულია. საქართველო გაზით სხვადასხვა წყაროდან მარაგდება. შესაბამისად, ავარიების, დივერსიების, გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში, მაქსიმალურად ვეცდებით დავაზღვიოთ. თუმცა, გაზსაცავი არის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ენერგოსიძლიერისთვის მნიშვნელოვანი. 130 მილიონი იყო ამისთვის გამოყოფილი, თუმცა პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მოუწია ძირითადი თანხების სხვა მიმართულებით მიმართვა. ახლა ჩვენ დავიწყეთ აღდგენაზე საუბარი, რესურსები გვიჩნდება, ამიტომ ეს პროცესი გრძელდება. განხილვის და შესწავლის ეტაპზეა თუ როგორ შეიძლება სხვა უფრო ადეკვატური მცირე ზომის პროექტის განხორციელება ახალი დიზაინით, აქ არ იყო მხოლოდ თანხებზე საუბარი, აქ იყო ბევრ კრიტიკულ კითხვასთან დაკავშირებული საკითხი, როგორიც იყო მათ შორის, სეისმოლოგიური სტაბილურობა, გეოლოგია და ა.შ. ეს პროცესი დეტალურ კვლევებს საჭიროებს, რაც მიმდინარეობს. ჩვენ ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →