—

ბათუმში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება იყო

13
ბათუმში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება იყო
მოსასმენად დააჭირეთ

ბათუმში ერთ-ერთი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთი მათგანი დაშავდა.

როგორც ბათუმის რესურსცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

უწყების ცნობით, მსუბუქად დაშავებული სკოლის მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“სკოლის ტერიტორიის გარეთ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მანდატურმა შენიშნა მე-12 კლასელებს შორის დაპირისპირება, გამოიძახეს სამართალდამცავები. დაჭრის და დაკავების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ინციდენტში მონაწილე ერთმა მოსწავლემ მსუბუქი დაზიანება მიიღო”, - განაცხადეს რესურსცენტრში.

ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →