—

ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილთან დროულად უნდა დაუშვან ექსპერტი

16
ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილთან დროულად უნდა დაუშვან ექსპერტი
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილთან დროულად უნდა დაუშვან ექსპერტი, სახელმწიფომ გააკეთოს განმარტება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, - ამის თაობაზე განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ…

მიხეილ სააკაშვილთან დროულად უნდა დაუშვან ექსპერტი, სახელმწიფომ გააკეთოს განმარტება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, - ამის თაობაზე განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გააკეთა. ამასთან, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფრაქცია დღეს ვერ დაესწრება ეკონომიკის მინისტრის მოსმენას, რადგან საჭიროა საქმის კურსში ჩააყენონ უფლებადამცველები და საერთაშორისო პარტნიორები.

"ექსპერტს ამ დრომდე არ აქვს საშუალება შევიდეს ბიუროკრატიული პროცედურების გაწელვის გამო, ახლა განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ჩვენმა კოლეგამ და მეგობარმა ასეთი შემაშფოთებელი ინფორმაცია გამოიტანა და ამის არავითარი უგულებელყოფა ექიმებისგან არ მოგვისმენია, არის ნიშანდობლივი. მისი გადაყვანა, გადარჩენა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება აუცილებელია და ეს უნდა იყოს დღეს საზოგადოების კონცენტრირების მთავარი, უპირველესი ამოცანა. დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ექსპერტს უნდა მიეცეს საშუალება შევიდეს და მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. ამ ვითარებაში, დღეს, როცა მთელი ჩვენი კონცენტრირება მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქმის კურსში ჩავაყენოთ უფლებადამცველი ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები, დიპლომატები, დღეს მე ვერ ვხედავ იმის სულ მცირე შესაძლებლობას, რომ რუტინული დღის წესრიგით ვიმოქმედოთ დღეს პარლამენტში,"- განაცხადა დეკანოიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →