—

მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ელექტროენერგიაზე და გაზზე ფასების ზრდა?

11
მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ელექტროენერგიაზე და გაზზე ფასების ზრდა?
მოსასმენად დააჭირეთ

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

როგორც ნარმანიამ განაცხადა, ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება ზამთრის სეზონს, როგორც ელექტროენერგიით უზრუნველყოფით, ასევე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ნაწილში.

„ბაზრის გახსნამდე, ჩვენ გავაგრძელეთ ის ტარიფები, რომელიც ელექტროენერგიაზე გვქონდა დადგენილი. შესაბამისად, ტარიფების რაიმე ზრდა ელექტროენერგეტიკის სექტორში მოსალოდნელი არ არის. ბუნებრივი გაზის სექტორში გვიწევს მიმდინარე წლის დეკემბერში ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა, არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაიმე სახის ზრდას ბუნებრივ აირზეც არ ველოდებით. გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანთან გვაქვს გრძელვადიანი შეთანხმება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე, მიწოდების ფასები უცვლელი იქნება. ჩვენი მოხმარებული ბუნებრივი აირის 90% კი, აზერბაიჯანიდან შემოდის.

რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორს, საქართველოში წელს გამომუშავება თითქმის 10%-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ უკეთესი ჰიდროლოგია იყო, მეორე მხრივ, ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გამომუშავება. როგორც მოგეხსენებათ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდი ჩვენთან დეფიციტური პერიოდია და საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან უწევს ელექტროენერგიის შემოტანა. სექტემბრის დეფიციტი აზერბაიჯანიდან შემოტანილი ელექტროენერგიის ხარჯზე დაიფარა როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის. ასე რომ, იმპორტიორ ქვეყნად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. იმპორტი რუსეთიდან არ ხორციელდება, რადგან არ გვჭირდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მცირე მოცულობით ხდება შემოტანა, ისიც სისტემის დაბალანსებისთვის, ანუ ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა 90%-ზე მეტი ყოველწლიურად კვლავაც აზერბაიჯანიდან შემოდის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი შეთანხმება გვაქვს, გაზის მიწოდებაზე რაიმე სახის საფრთხე, როგორც ფიზიკური მოცულობის დეფიციტის, ასევე ფასების ზრდის კუთხით, არ გვაქვს“, - განაცხადა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულებით საფრთხეებს, როგორც ნარმანია აღნიშნა, ჯერჯერობით რაიმე საფრთხე მოსალოდნელი არ არის.

„თუმცა, კომისია უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთი სანქციის პირობებში სექტორი გადაზღვეული იყოს და მომარაგებას რაიმე საფრთხე არ შეექმნება. ამის მექანიზმები ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ნარმანიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →