—

ჩეხეთი უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკას გადასცემს

12
ჩეხეთი უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკას გადასცემს
მოსასმენად დააჭირეთ

ჩეხეთი უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვა ავრცელებს.

“უსაფრთხოების მოსაზრებებიდან” გამომდინარე მინისტრმა არ დააკონკრეტა, რა სახის შეიარაღებაზეა საუბარი და აღნიშნა, რომ მიწოდებული აღჭურვილობის გასაჯაროება უკრაინულ მხარესაც არ სურს, თუმცა დაამატა, რომ საუბარი მძიმე ტექნიკას, ახლო და შორი მანძილის იარაღსა და საბრძოლო მასალას ეხება.

რუსეთის უკრიანაში შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინას 47 მილიარდი კრონის (დაახლოებით 2 მილიარდი ევრო) ღირებულების სამხედრო დახმარება გაუგზავნა. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.2 მილიარდი კრონი (დაახლოებით 190 მილიონი ევრო) გამოიყო. დანარჩენი თანხა კი კომპანიებმა გამოყვეს და რესპუბლიკის მაცხოვრებლებისგან შემოწირულობის სახით მიიღეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →