—

მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ პროცესში მონაწილეობამ შექმნა ჯანმრთელობის დამძიმების რისკი

83
მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ პროცესში მონაწილეობამ შექმნა ჯანმრთელობის დამძიმების რისკი
მოსასმენად დააჭირეთ

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობამ შექმნა რისკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი…

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობამ შექმნა რისკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი დამძიმებისთვის, რაც შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევად შეფასდეს.

როგორც ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „შესაძლებელია განვითარდეს როგორც ინსულტი, ასევე შეიძლება განვითარდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა ინფარქტის სახით“.

„ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ნებისმიერი დისტრესი, რომელიც განმეორდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და მას მოჰყვა შემდგომ კრიზისული მდგომარეობა, ეს გამოიწვევს სიცოცხლისათვის რისკს, ვინაიდან ამ დროს ჰიპერტონიული კრიზის ფონზე ვითარდება კრიზისული მდგომარეობა, რაც რისკის შემქმნელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობისთვის. შესაძლებელია განვითარდეს როგორც ინსულტი, ასევე შეიძლება განვითარდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა ინფარქტის სახით. ჩვენ გავეცით რეკომენდაცია სასამართლოსთვის, რომ ექსპერტიზის დასრულებამდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სამართლებრივ პროცედურებში მისი მონაწილეობა, თუმცა ეს არ იყო გათვალისწინებული და გუშინდელი აქტი ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა, ვინაიდან ამან შექმნა რისკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი დამძიმებისთვის.

დღეს ვგეგმავთ ერთობლივ ვიზიტს, გარკვეული პროცედურებია ჩასატარებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო იმოქმედებს კანონის შესაბამისად გასცემს პროფესორი კობის დროებით ლიცენზიას და მასაც ექნება შესაძლებლობა შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვინაიდან საქმე გვაქვს რთულ შემთხვევასთან, რომელიც გამოირჩევა მულტიპროფილური დიაგნოზებით, ნებისმიერი ექსპერტის მოსაზრება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →