—

საქართველოში არსებული ავტოსკოლები რეგულაციებს დაექვემდებარებიან

124
საქართველოში არსებული ავტოსკოლები რეგულაციებს დაექვემდებარებიან
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში არსებული ავტოსკოლები რეგულაციებს დაექვემდებარებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა.

საქართველოში არსებული ავტოსკოლები რეგულაციებს დაექვემდებარებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაკასარაშვილმა აღნიშნა, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და განხილვები მიმდინარეობს.

„ავტოსკოლას მნიშვნელოვანი როლი აქვს კანდიდატების მომზადებაში. მომზადებული კანდიდატი ნიშნავს, რომ მან სწავლა კვალიფიციურ მასწავლებელთან გაიარა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ძლიერი ავტოსკოლები იყოს. გვაქვს ამ თემაზე ნაფიქრი, არის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებული ამ კუთხით, მიმდინარეობს განხილვები და უახლოეს მომავალში როგორც კი მზად იქნება ცვლილებები, შეგატყობინებთ.

ავტოსკოლები რომ მოექცევიან გარკვეულ რეგულაციებში და მათ მიმართ იქნება გარკვეული მოთხოვნები, რომელიც უფრო წარმატებულს გახდის მათ მუშაობას, სწავლების ხარისხს აამაღლებს, ეს ჩვენი მთავარი მიზანია და ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკასარაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →