—

ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური და ნევროლოგიური კვლევა ჩაუტარდა, თუმცა ამ მომენტისთვის, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ისაუბრებს

14
ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური და ნევროლოგიური კვლევა ჩაუტარდა, თუმცა ამ მომენტისთვის, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ისაუბრებს
მოსასმენად დააჭირეთ

მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს შესაძლებლობა მქონდა პრეზიდენტი სააკაშვილისთვის ფიზიკური და ნევროლოგიური კვლევა ჩამეტარებინა, - ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა შაჰინ ლახანმა განაცხადა

“მე ჯერ კიდევ თათბირი უნდა გავმართო ჩემს კოლეგებთან, სხვა ექიმებთან და ექსპერტებთან, სანამ საბოლოო ანგარიშს გამოვაქვეყნებ”, - აღნიშნა ლახანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პასუხის გაცემისგან ექსპერტმა თავი შეიკავა.

“პატივი უნდა ვცე ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობების კონფიდენციალურობას. ამ მომენტისთვის მე არ შემიძლია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი. მოდით დაველოდოთ ყველა კვლევის შედეგი იქნება”, - დასძინა ლახანმა.

ექსპერტმა ასე აღნიშნა, რომ მომავალშიც აპირებს სააკაშვილის მონახულებას და “შემდგომი კვლევები აუცილებლად ჩატარდება”.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →