—

შოთა თუთბერიძე- ამ ,,შევარდნამ” გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება

16
შოთა თუთბერიძე- ამ ,,შევარდნამ” გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება
მოსასმენად დააჭირეთ

ამ ,,შევარდნამ” გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება - სამედიცინო კრიზი, წნევის მკაფიო ცვალებადობა, რის გამოც გახდა ცუდად და საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა, - ამის შესახებ მიხეილ…

ამ ,,შევარდნამ” გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება - სამედიცინო კრიზი, წნევის მკაფიო ცვალებადობა, რის გამოც გახდა ცუდად და საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ,,ვივამედის” კლინიკაში გასვლითი სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ განაცხადა.

როგორც შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „მსგავსი შემთხვევების გამეორების დროს დიდი შანსია, რომ ყველანი მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მონაწილეები გავხდეთ”.

„ამ დროს ძალიან მაღალია რისკი, რომ ჯანმრთელობის მოულოდნელი გართულება მოხდეს და დადგეს ფატალური შედეგი. რაც პროკურორმა განაცხადა არის ტყუილი, ეს რომ ტყუილი არ ყოფილიყო, სასამართლო სააკაშვილის გარეშე ჩატარდებოდა. თუ პროცესის მონაწილე უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, ეს სასამართლოს შეფერხებას არ იწვევს. რეალურად, პროკურატურა და სასამართლო შეუვარდნენ მესამე პრეზიდენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის მწოლიარე მდგომარეობაში”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედში” საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

როგორც აღნიშნული საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განმარტა, სააკაშვილის პალატაში შესვლის შემდეგ მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მათთან სასაუბრო არაფერი აქვს”.

IPN ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →