—

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა „ვივამედში“ მიმდინარეობს

9
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა „ვივამედში“ მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

„ვივამედის” კლინიკაში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს.

„ვივამედის” კლინიკაში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს.

აღნიშნული საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი იყო ცნობა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა შეუძლია.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი იყო ცნობა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ჩვენების მიცემა, გამომდინარე აქედან, ვიშუამდგომლეთ გასვლით სხდომაში მონაწილეობა, რაც დააკმაყოფილა მოსამართლემ. ამ ეტაპამდე არაერთი პროცესი გადაიდო, სადაც წარმოდგენილი იყო ცნობა, რომ მას არ შეეძლო მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით კი, არც ერთ ექიმს, ან სამედიცინო დაწესებულებას არ უთქვამს, რომ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, რის ინტერპრეტირებასაც „ქართული ოცნების” წევრები შეეცდებიან.

„ქართული ოცნების" საჯარო პირები შეეცდებიან დღევანდელი წერილის თარგმნას იმგვარად, რომ სააკაშვილი კარგად არის. არც ერთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას არ უთქვამს, რომ სააკაშვილი თავს გრძნობს კარგად, სამედიცინო დაწესებულებამ აღნიშნა, რომ სააკაშვილს უჭირს მეტყველება, თავს გრძნობს სუსტად და იმყოფება მწოლიარე რეჟიმში”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →