—

კახა კალაძე - საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს

9
კახა კალაძე - საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. თუნდაც გამოცდილი კანონპროექტი, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწონებული კანონპროექტი, ყველაფერი დასაწუნია მათი მხრიდან,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ…

საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. თუნდაც გამოცდილი კანონპროექტი, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწონებული კანონპროექტი, ყველაფერი დასაწუნია მათი მხრიდან,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის „ქართული ოცნების“ ვერსიაზე ოპოზიციის კრიტიკული შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, როდესაც ქვეყანას არ ჰყავს ოპოზიცია, ეს ცუდია ხელისუფლებისთვისაც და პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც.

„საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. ეს არის უდიდესი პრობლემა. ხედავთ, რა მდგომარეობაა. შეუძლებელია კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიყვანოთ. თუნდაც, გამოცდილი კანონპროექტი, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწონებული კანონპროექტი, ყველაფერი დასაწუნია მათი მხრიდან. გვესმის ეს რადიკალიზმი, გვესმის ეს დამოკიდებულება, რაც პირველ რიგში, მათ აზიანებთ. როდესაც ქვეყანას არ ჰყავს ოპოზიცია, ეს ცუდია ხელისუფლებისთვისაც და პოლიტიკური ცხოვრებისთვის“, - აღნიშნავს კალაძე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →