—

ნიკა მელია - ოპოზიციას მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა მიმართულებით

11
ნიკა მელია - ოპოზიციას მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა მიმართულებით
მოსასმენად დააჭირეთ

გამორიცხულია ამ ტიპის პარლამენტში დემოკრატიული კანონშემოქმედებითი ცხოვრება არსებობდეს - ოპოზიციას მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე…

გამორიცხულია ამ ტიპის პარლამენტში დემოკრატიული კანონშემოქმედებითი ცხოვრება არსებობდეს - ოპოზიციას მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს იმის იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში გონება გაუნათდება და მიიღებენ კანონპროექტს, რომელიც მომავალში სახელმწიფოს გამოადგება.

„იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში გონება გაუნათდება და მიიღებენ იმ კანონპროექტს, რომელიც მომავალში სახელმწიფოს გამოადგება და დემოკრატიულ წესწყობილებას საფრთხე არ შეექმნება, არ არსებობს და არც იარსებებს.

იქ, სადაც „რუსულ ოცნებას“ ყველა სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატიდან დაწყებული უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოთი გაგრძელებული მიტაცებული აქვს, ბუნებრივია, იქ დემოკრატიული დისკუსია და მსჯელობა არ იქნება. გამორიცხულია ამ ტიპის პარლამენტში დემოკრატიული კანონშემოქმედებითი ცხოვრება არსებობდეს. ბიძინა ივანიშვილს მონურ მორჩილებაში ჰყავს დეპუტატები.

ისე იცვლიან პარტიებს, რომ არც სჯერა მოსახლეობას, რომ მათ პარტია რეალურად შეიცვალეს, უბრალოდ ფსევდო პლატფორმას ქმნიან და გადადიან. ასეთი მასკარადი არის და იქნება. ოპოზიციას მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა მიმართულებით“,-აღნიშნავს მელია.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →