—

ილონ მასკმა ერთ დღეში 15.5 მლრდ დოლარი დაკარგა

10
ილონ მასკმა ერთ დღეში 15.5 მლრდ დოლარი დაკარგა
მოსასმენად დააჭირეთ

მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ილონ მასკმა 24 საათში 15.5 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. „ბლუმბერგის" მილიარდერების ინდექსის თანახმად, მისმა ქონებამ 1 დღე-ღამეში 6%-ზე მეტით დაიკლო და 4 ოქტომბრისთვის 223 მილიარდს…

მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ილონ მასკმა 24 საათში 15.5 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. „ბლუმბერგის" მილიარდერების ინდექსის თანახმად, მისმა ქონებამ 1 დღე-ღამეში 6%-ზე მეტით დაიკლო და 4 ოქტომბრისთვის 223 მილიარდს შეადგენს.

წლის დასაწყისიდან დღემდე უმდიდრესი ბიზნესმენის ქონება 47.8 მილიარდი დოლარითაა შემცირებული, თუმცა ახლანდელი კლება უშუალოდ უკავშირდება "ტესლას" აქციების 4 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირებას.

ორშაბათს ელექტრონული ავტომობილების კომპანიამ მესამე კვარტლის პროდუქციისა და მიწოდების ანგარიში გამოაქვეყნა, შედეგები მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა და აქციებიც სწორედ ამის შემდეგ გაუფასურდა 8%-ზე მეტით.

"ტესლას" თანახმად, წლის მესამე მეოთხედის განმავლობაში 365,000 მანქანა იქნა წარმოებული და 343,000 მომხმარებლებზე მიწოდებული, რაც ჩამორჩება ანალიტიკოსების გამოთვლებს, რომლებიც 364,660 მანქანის მიწოდებას ვარაუდობდნენ.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →