—

მასწავლებელი, რომელმაც დასჯის მიზნით ბავშვები მუხლებზე დააყენა, "ოცნების" წევრია - დეტალები სოფელ კირიხლოდან

77
მასწავლებელი, რომელმაც დასჯის მიზნით ბავშვები მუხლებზე დააყენა, "ოცნების" წევრია - დეტალები სოფელ კირიხლოდან
მოსასმენად დააჭირეთ

მასწავლებელი, რომელმაც მარნეულის სკოლაში, დასჯის მიზნით მოსწავლეები მუხლებზე დააყენა, ქართული ოცნებიდან მარნეულის საკრებულოს წევრი რაჰმან მუსაევია. როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, მუსაევი სკოლიდან უკვე…

მასწავლებელი, რომელმაც მარნეულის სკოლაში, დასჯის მიზნით მოსწავლეები მუხლებზე დააყენა, ქართული ოცნებიდან მარნეულის საკრებულოს წევრი რაჰმან მუსაევია. როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, მუსაევი სკოლიდან უკვე გათავისუფლებულია. 

გარდა ამისა, მასწავლებელი დირექტორის ძმისშვილიცაა
"სტუმარი მყავს სახლში და ახლა ფოტოების ნახვის დრო არ მაქვს. რაჰმან მუსაევმა განცხადება დაწერა და უკვე გავათავისუფლე, მერე რა რომ ჩემი ძმიშვილია, ახლა მამა შვილზე არ იღებს პასუხისმგებლობას.

რატომ ჩაიდინა ეს საქციელი - ამაზე პასუხი თუ გაინტერესებთ ხვალ მოდით სკოლაში და გიპასუხებთ. აქ პოლიცია არ მოსულა, არც მშობლები ჩივიან, ან რატომ უნდა მოვიდეს პოლიცია, დატოვა მასწავლებლის თანამდებობა და მორჩა", - თქვა სკოლის დირექტორმა.
ქართული ენის პედაგოგმა მეოთხე კლასელი ბავშვები მუხლებზე იმ მიზეზით დააყენა, რომ კარგად არ სწავლობდნენ. მასწავლებელმა დაჩოქილ ბავშვებს ფოტო გადაუღო და მშობლებს გაუგზავნა.  

Mtavari arxi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →