—

ნატოს წევრი 9 ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

15
ნატოს წევრი 9 ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ნატოს წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დოკუმენტს ხელს აწერენ ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის…

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ნატოს წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დოკუმენტს ხელს აწერენ ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები.

„ჩვენ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებს, ქვეყნების, რომელთა ლიდერები ომის დროს ეწვივნენ კიევს და საკუთარი თვალით იხილეს რუსული აგრესიის შედეგები, არ შეგვიძლია გავჩუმდეთ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ, უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის, რუსეთის მცდელობებს. მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავის დაცვაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრეზიდენტები აქვე მიუთითებენ, რომ ყველა, ვინც აგრესიულად იქცევა და დანაშაულს სჩადის, უნდა დაისაჯოს.

Primetime

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →