—

კრემლში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გააფორმეს

30
კრემლში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გააფორმეს
მოსასმენად დააჭირეთ

ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოთხმა მარიონეტმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გააფორმეს . პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, "დოკუმენტს" ხელი მოაწერეს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ. ლიდერებმა.

ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოთხმა მარიონეტმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გააფორმეს. პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, "დოკუმენტს" ხელი მოაწერეს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ. ლიდერებმა.

კრემლში გამართულ ღონისძიებაზე ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა საზეიმოდ გამოაცხადა, რომ "რუსეთში ოთხი ახალი რეგიონია".

საზეიმო გამოსვლის დასაწყისში პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას უწოდა „ტრაგედია“, რომელიც მოხდა მაშინ, როცა „კომუნისტური პარტიის ლიდერებმა საბჭოთა კავშირის დაშლა გადაწყვიტეს უბრალო ხალხთან კონსულტაციების გარეშე“.

„ლუგანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში მცხოვრები ადამიანები ახლა რუსეთის მოქალაქეები ხდებიან,“ თქვა პუტინმა უკრაინის ოთხ რეგიონზე, რომლებსაც ნაწილობრივ აკონტროლებს მოსკოვი.

„მათ არჩევანი გააკეთეს და რუსეთი მათ არ უღალატებს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ეს არის ჩვენი ხალხის დიდი გამათავისუფლებელი მისია,“ თქვა პუტინმა.

წმ. გიორგის საზეიმო დარბაზში მიმდინარე ცერემონიას რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან ერთად ესწრებიან უკრაინის ოთხი რეგიონის ხელმძღვანელები, რომლებიც მოსკოვმა დანიშნა. ისინი ხელს მოაწერენ რუსეთთან შეერთების ხელშეკრულებებს.

ცერემონიამდე სამი დღით ადრე კრემლმა მის მიერ კონტროლირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე გამართა რეფერენდუმები რუსეთთან შეერთების თაობაზე. კიევმა და დასავლეთმა დაგმეს რეფერენდუმები როგორც ტერიტორიების უხეში მითვისება.

Primetime

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →