—

1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, „ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევის 213 შემთხვევა გამოვლინდა

15
1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, „ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევის 213 შემთხვევა გამოვლინდა
მოსასმენად დააჭირეთ

მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, „ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევის 213 შემთხვევა გამოვლინდა.

მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, „ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევის 213 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლით (დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი 112 იურიდიული და 32 ფიზიკური პირის მხრიდან გამოვლინდა.

ცნობისთვის, 2021 წელს „ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევის 170 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 26 ფიზიკური, 85 კი იურიდიული პირი იყო.

ინფორმაციისთვის, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების პირველად გადამეტება ფიზიკური ან იურიდიული პირის გაფრთხილებას იწვევს, ხოლო ამავე სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორებით ჩადენა ფიზიკური პირის - 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →