—

დიმიტრიუს კაირიდისი - საქართველოს ახლო მეგობრები ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას

87
დიმიტრიუს კაირიდისი - საქართველოს ახლო მეგობრები ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ საქართველოს ახლო მეგობრები ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას, – ამის შესახებ საბერძნეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრიუს კაირიდისმა საქართველოს…

ჩვენ საქართველოს ახლო მეგობრები ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას, – ამის შესახებ საბერძნეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრიუს კაირიდისმა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დიმიტრიუს კაირიდისმა აღნიშნა, კოლეგებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.

„ამ ორ ხალხს ისტორიული კავშირები აქვს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან. საქართველოს დიდი წარმომადგენლობა გვყავს საბერძნეთში, ისევე როგორც ბერძნებს გვყავს დიასპორა საქართველოში, რაც კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს. პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი რეალობა შექმნა. უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროპის ნაწილია და ეს ახალი ევროპაა. ჩვენ ყოველგვარი შეფერხებისა და ყოყმანის გარეშე გვჭირდება ამ შესაძლებლობის დანახვა წინ წასასვლელად ამ ისტორიულ მომენტში. ჩემს კოლეგებთან შეხვედრისას ძალიან ნაყოფიერი განხილვები გვქონდა და შევთანხმდით კიდევ უფრო მეტად მჭიდრო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა დიმიტრიუს კაირიდისმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →