—

დიმიტრი პესკოვი - ახალი ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ხელშეკრულებები 30 სექტემბერს გაფორმდება

39
დიმიტრი პესკოვი - ახალი ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ხელშეკრულებები 30 სექტემბერს გაფორმდება
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთთან ახალი ტერიტორიების შეერთების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია პარასკევს კრემლში გაიმართება და მასში მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიღებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა…

რუსეთთან ახალი ტერიტორიების შეერთების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია პარასკევს კრემლში გაიმართება და მასში მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიღებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ხვალ, კრემლის დიდ სასახლეში გაიმართება ხელშეკრულებების ხელმოწერა რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ. ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტი პუტინი სიტყვით გამოვა,“- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ გაიმართა. სეპარატისტული რეჟიმების მტკიცებით, რეგიონების მოსახლეობამ რუსეთთან შეერთებას დაუჭირეს მხარი. ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგებს უკრაინა და დასავლეთი არ აღიარებენ და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მიზნით გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →