—

ლიეტუვის ელჩი რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაზე - დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგად ფუნქციონირებს და აფასებს, როგორ უნდა მართონ და აღკვეთონ ყველა შესაძლო რისკი

69
ლიეტუვის ელჩი რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაზე - დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგად ფუნქციონირებს და აფასებს, როგორ უნდა მართონ და აღკვეთონ ყველა შესაძლო რისკი
მოსასმენად დააჭირეთ

ხალხისა და ავტომობილების გრძელი რიგები ყველგან, მთელს ევროპაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამოა და არსებულ სიტუაციაში რუსეთია დამნაშავე. რა თქმა უნდა, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სიტუაციას და ასევე დარწმუნებულები ვართ…

ხალხისა და ავტომობილების გრძელი რიგები ყველგან, მთელს ევროპაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამოა და არსებულ სიტუაციაში რუსეთია დამნაშავე. რა თქმა უნდა, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სიტუაციას და ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგად ფუნქციონირებს და აფასებს, როგორ უნდა მართონ და აღკვეთონ ყველა შესაძლო რისკი, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

მან იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეების მიმართ გადადგა.

„ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ლიუტუვამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე შეწყვიტა რუსეთისა და ბელარუსის პასპორტების მფლობელებზე ვიზების გაცემა და ახლაც ჩვენ რუსებს ვუკრძალავთ ლიეტუვაში შესვლას. ეს არის ჩვენი აღქმა, ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი აზროვნება, რადგან, სამწუხაროდ, რუსეთთან ნებისმიერ ინვესტიციას, იქნება კულტურული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კავშირები, ღირებულება აღარ გააჩნია“, - აღნიშნა ელჩმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →