—

ლიეტუვის ელჩი - ლუკაშენო არის ბელარუსის არალეგიტიმური პრეზიდენტი, ჩვენი გაგებით ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც უდავოდ საქართველოს ეკუთვნის

12
ლიეტუვის ელჩი - ლუკაშენო არის ბელარუსის არალეგიტიმური პრეზიდენტი, ჩვენი გაგებით ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც უდავოდ საქართველოს ეკუთვნის
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გუშინდელი უხეში დარღვევა ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ბელარუსი, რუსეთთან ერთად, ერთობლივად მოქმედებენ და არ იცავენ გაერო-ს წესდებას…

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გუშინდელი უხეში დარღვევა ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ბელარუსი, რუსეთთან ერთად, ერთობლივად მოქმედებენ და არ იცავენ გაერო-ს წესდებას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

მისი თქმით, ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში დაგმეს საქართველოში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში.

„რას ნიშნავს ეს, ლიეტუვა არ აღიარებს, ჩვენ არ ვაღიარებთ. ლუკაშენკო არის ბელარუსის არალეგიტიმური პრეზიდენტი. ამიტომ, ჩვენი გაგებით ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც უდავოდ საქართველოს ეკუთვნის“, - აღნიშნა ელჩმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →