—

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი - სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ივანიშვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული

10
უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი - სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ივანიშვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სიაში არიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის, არის ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ან…

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სიაში არიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის, არის ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული. ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სასანქციო სიის შემუშავების პროცესში მონაწილე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის წარმომადგენელმა, სვეტლანა მუსიიაკამ განაცხადა.

მისი განმარტებით, სანქცირებულთა საბოლოო სიის დამტკიცებამდე ბევრი სამართლებრივი პროცედურაა გასავლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო სიის შემადგენლობა შეიცვლება.

ამასთან, სვეტლანა მუსიიაკას ინფორმაციით, ამ დროისთვის სასანქციო სიაში, მსოფლიოს მასშტაბით, 19 ათასამდე ადამიანია შეყვანილი.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაში ასე შედიან, სვეტლანა მუსიიაკას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანქციები საქართველოს არც ერთ მოქალაქესთან მიმართებაში არ არის შემოღებული.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →