—

ირაკლი ღარიბაშვილი - მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში

44
ირაკლი ღარიბაშვილი - მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “მკაცრად გმობს” ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამის შესახებ მან პირად Twitter გვერდზე დაწერა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “მკაცრად გმობს” ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამის შესახებ მან პირად Twitter გვერდზე დაწერა.

“მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის”, - წერს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →