—

შს მინისტრის მოადგილე - დღის განმავლობაში რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, რაც ბოლო პერიოდში 40-45%-ით გაიზარდა - თითოეული პირის შესწავლა ხდება

71
შს მინისტრის მოადგილე - დღის განმავლობაში რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, რაც ბოლო პერიოდში   40-45%-ით გაიზარდა - თითოეული პირის შესწავლა ხდება
მოსასმენად დააჭირეთ

ვთანხმდებით, რომ ახლა არის არაორდინალური სიტუაცია - სტანდარტულად, დღის განმავლობაში რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, რაც ბოლო პერიოდში გაიზარდა 40-45 პროცენტით, თითოეული მოქალაქის შესწავლა ხდება,- ამის…

ვთანხმდებით, რომ ახლა არის არაორდინალური სიტუაცია - სტანდარტულად, დღის განმავლობაში რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, რაც ბოლო პერიოდში გაიზარდა 40-45 პროცენტით, თითოეული მოქალაქის შესწავლა ხდება,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან ლარსის საზღვართან არსებული ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ლარსის პუნქტზე დამატებით ძალები გაიგზავნა, პოლიციას აქვს გაზრდილი დატვირთვა, თუმცა არსებული რესურსებით გამოწვევას უმკლავდებიან.

„ნაკადები ლარსის გამშვებ პუნქტზე გაზრდილია, თუ ვთქვათ, სტანდარტულად, დღის განმავლობაში იყო რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე შემომსვლელი, ბოლო პერიოდის განმავლობაში გაიზარდა 40-45 პროცენტით ამ ადამიანების რაოდენობა. შსს აკეთებს ყველაფერს, რაც კანონით არის განსაზღვრული, კერძოდ, ხდება თითოეული მოქალაქის შესწავლა, თუ არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს ხდება მათი არდაშვება საზღვარზე და უარის თქმა. ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იქ არსებულ სიტუაციას, დამატებით ძალებია გადაგზავნილი ლარსის პუნქტზე.

რა თქმა უნდა, ვთანხმდებით, რომ ახლა არის არაორდინალური სიტუაცია, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ გამოიწვია ნაკადების ზრდა არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, მაგრამ არსებული რესურსებით ვუმკლავდებით, თითოეული პირის შესწავლა ხდება და სადაც საფრთხეები არსებობს, იმ ადამიანების მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება ხდება,"- განაცხადა დარახველიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →