—

ენმ საქართველოში შემოსასვლელად რუსებისთვის 1000 ლარის გადახდის დაწესებას ითხოვს

40
ენმ საქართველოში შემოსასვლელად რუსებისთვის 1000 ლარის გადახდის დაწესებას ითხოვს
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის სახით 1000 ლარის გადახდის ვალდებულება დაუწესდეთ. ინიციატივის შესახებ დღეს, 28 სექტემბერს…

„ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას  საოკუპაციო შენატანის სახით 1000 ლარის გადახდის ვალდებულება დაუწესდეთ. ინიციატივის შესახებ დღეს, 28 სექტემბერს, ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულება უნდა გავრცელდეს რუსეთის იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც უკვე საქართველოში არიან.

„ჩვენი პარტია და საპარლამენტო ფრაქცია გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გავაკეთებთ პოლიტიკურ განაცხადს ამ პროცესთან მიმართებით. აღნიშნული კანონპროექტი  ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. ეს თანხა იქნება 1000 ლარი თითუეულ  მოქალაქეზე.

ამ გადახდის უზრუნველყოფით, ერთი მხრივ, გარანტირებული იქნება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და რუსეთი არის აგრესორი. იმავდროულად ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი ფაქტორიც უნდა გახდეს იმისათვის, რომ თუ მათ არ სურთ ამის აღიარება და თანხის გადახდა, შეუძლიათ არ ისარგებლონ ამით და არ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის ეს თანხები დევნილთა საჭიროებებზე იქნება მიმართული.

„აღნიშნული შენატანის დაწესება იქნება სოლიდარობის გამოცხადება იმ დევნილებისათვის, რომლების საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. შესაბამისად, ამ შენატანის გადახდის ვალდებულებისთვის დევნილთა სამინისტროში იქნება შექმნილი დევნილთა დახმარების ფონდი და ეს თანხები მიზნობრივად გადაირიცხება დევნილთა საჭიროებისთვის“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

გუშინ, 27 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის 78 742 მოქალაქე შემოვიდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ 21 სექტემბრიდან მოიმატა, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

(netgazeti)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →