—

ზემო ლარსზე, რუსეთმა, შესაძლოა, საგანგებო რეჟიმი გამოაცხადოს

11
ზემო ლარსზე, რუსეთმა, შესაძლოა, საგანგებო რეჟიმი გამოაცხადოს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთში ე.წ ნაწილობრივი მობილიზაცია გრძელდება. პარალელურად, სულ უფრო იზრდება ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი, მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ავტომობილების რამდენიმეკილომეტრიანი რიგებია.

ევროპული ქვეყნების პოზიცია, ომში გაწვევისგან თავის დაღწევის მსურველი რუსების მიღებასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანია - ფინეთმა, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ქვეყანაში შესვლის მსურველ რუს მამაკაცებს ავტომატურ თავშესაფარს არ მისცემენ, გერმანიაში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში რუსი მოქალაქეების მიღების საკითხს განიხილავენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის რეგიონებიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანსპორტის შესვლაზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს. შესაძლოა, გამოცხადდეს საგანგებო რეჟიმიც.

(rustavi2)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →